პროექტის შესახებ

საიტზე წარმოდგენილი მედიკამენტების ფასები არ ითვალისწინებს აფთიაქში არსებულ ფასდაკლების დღეებს

როგორ მუშაობს

საქართველოში არსებობს წარმოდგენა რომ, ზოგადად წამლების ფასი არის ძვირი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მედიკამენტებს გააჩნიათ ხელმისაწვოდმი ალტერნატივები , რომლებსაც ანალგიური შემადგენლობა (ფორმულა) აქვთ ,ამისთვის შეიქმნა სანდოს პლათფორმა -იმისათვის რომ მოგაწოდოთ მარტივი გზით მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ვებ გვერდი, რომელიც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მედიკამენტებზე, გაგაცნობთ ბრენდირებულ და გენერიკულ დასახელებებს შორის განსხვავებას და დაგაზოგინებთ თანხას
1.შეიყვანე წამლის დასახელება ან ექიმის დანიშნულება, სანდო დაგითვლის.
2.სანდო გთავაზობს შეყვანილი წამლის/ექიმის დანიშნულების ალტერნატივებს, ფასის და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით
3.ირჩევ სასურველ ვარიანტს, სურვილისამებრ ბეჭდავ

ხშირად დასმული კითხვები

იპოვეთ ყველა კითხვაზე პასუხი მარტივად
როგორ შეიძლება გამოვიყენო „სანდო“?

სანდო არის წამლის საძიებო ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ინფორმაცია საჭირო მედიკამენტებზე. მაგალითად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები შეადაროთ ბაზარზე არსებულ მათ ზუსტ ანალოგებს, გენერიკებს და თავად გააკეთოთ არჩევანი თქვენთვის სასურველი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით.

რა არის გენერიკი?
ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება მედიკამენტის აქტიური ნივთიერებით, ამ ნივთიერების დასახელებას წამლის გენერიკული დასახელება ეწოდება.
გენერიკული დასახელება იგივე წამლის აქტიური ნივთიერება არის ერთი, ხოლო მედიკამენტის სავაჭრო დასახელება შესაძლებელია იყოს განსხვავებული
როგორ შევიყვანო ექიმის დანიშნულება?

 ჩაწერეთ მენდიკამენტები საძიებო სისტემაში (მედიკამენტების სია შედგება არა უმეტეს 20 დასახელებისა) და დააჭირეთ ღილაკს „შედარება“ .

სანდო ავტომატურად გამოგიჩენთ ოთხ (4) სავარაუდო ვარიანტს:

  • თქვენს მიერ მითითებულ მედიკამენტების ფასებს;
  • ბიუჯეტური ფასის მედიკამენტებს;
  • საშუალო ფასის მედიკამენტებს;
  • მაღალფასიან მედიკამენტებს.

 

სანდო ავტომატურად გამოგიჩენთ, როგორც თქვენს მიერ შედგენილ დანიშნულებას, ისე მედიკამენტების გენერიკულ ანალოგებს სხვადასხვა ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შერჩეული მედიკამენტების საბოლოო სიის მიღებამდე მოახდინოთ მისი კორექტირება და გაიგზავნოთ მეილზე.

რომელ აფთიაქებში შემიძლია ვნახო ის პროდუქცია რომელსაც სანდოზე ვნახულობ?
ფარმადეპო